LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Cayenne ელექტროენერგიაზე გადადის: ახალი დეტალები

144
პორშე

სრულად ელექტრონული კროსოვერი Porsche Cayenne 2026 წელს გამოჩნდება. ელექტრონული და ტრადიციული ძრავის მქონე Cayenne-ები რაღაც პერიოდი პარალელურ რეჟიმში გაიყიდება, შემდეგ კი შიდა წვის ძრავის მქონე ვერსიას „პენსიაზე გაუშვებენ“.

მომავლის Porsche Cayenne Ev-ის შესახებ შემდეგია ცნობილია: ის PPE-ს პლატფორმაზე აიგება, მის შემუშავებაში Audi-ც იქნება ჩართული, ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა, ხოლო ელემენტი 100 კილოვატ საათიანი იქნება. ენერგიის შევსება ექსპრეს რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი, ხოლო სვლის მარაგი 482 კილომეტრს შეადგენს.

ელექტრონული Cayenne-ის შემდეგ ბაზარზე კიდევ ერთი კროსოვერი გამოვა, ეს ფლაგმანი მოდელი იქნება, რომელიც Cayenne-ს არამხოლოდ განახლებებით არამედ ფასითაც აჯობებს, თანაც თუკი ჭორებს დავუჯერებთ 3-ჯერ უფრო ძვირი მაინც ეღირება. ასეთ Suv-ს ერთი დამუხტვით 700 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი გასაღების მთავარი ბაზარი აშშ და ჩინეთი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები