LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც არ მითქვამს ეთერში.. 2014 წელს ევროსაბჭოში ჩვენი გამოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა გვითხრა, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო“ – ხათუნა სამნიძე

644
ფორტუნა (62)

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დიდი ხანია დისკრედიტაციას ახდენს ყველა იმ  ადამიანისა და ორგანიზაციის, რომელიც ბედავს და მას უპირისპირდება და აკრიტიკებს.

ხათუნა სამნიძემ 2014 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა, როდესაც თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებით გამოვიდნენ და ანტირუსული განცხადებები გააკეთეს.

ხათუნა სამნიძის თქმით, ამ განცხადებების გამო გამო ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს“ უსაყვედურა.

„მე ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც არ მითქვამს ეთერში მანამდე. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ რესპუბლიკელები, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი.

ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, რესპუბლიკელებს, ერთ-ერთ ლიდერს რესპუბლიკური პარტიის, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო.

დავით ბერძენიშვილს უთხრა და მე მისგან ავიღე უფლება, რომ ეს მომეყოლა. ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ. ივანიშვილმა პასუხი მიიღო რომ საქართველოს სახელით ილაპარაკეს ამ ადამიანებმა.“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ გადაცემაში „რეაქცია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g