LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 5 ფაქტი დაადასტურა

137
Textcase-vertaalbureau-Online-shopping-–-kansen-rond-de-coronacrisis-1024x675

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 165 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, 80 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. ამ დროისთვის, 3 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

“ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა.

სააგენტოს თანახმად, განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით კვლავაც 92%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 4%.

მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 28%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 13%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო სხვა დანარჩენი 26%.
საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 1%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ია”, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს  ინფორმაციაში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g