LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ჩვენი ბრძოლის დროა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

196
ნანკა კალატოზიშვილი

„თუ ამ კანონს მიიღებენ ეს ქვეყანა ფსკერს ქვემოთ აღმოჩნდება, სამყაროსგან იზოლირებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი, მომავალი თაობების მომავალი. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ იქნებ ჩემი შვილი და შვილიშვილი მაინც მოესწროს საქართველოს, რომლისთვისაც ამდენი წელი იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რომელთა ბრძოლამაც არ შეიძლება უბრალოდ ასე ჩაიაროს და სადღეგრძელოების დონეზე დარჩეს. ახლა ჩვენი ბრძოლის დრო მოვიდა. ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – აცხადებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში. ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის საპირისპიროდ უნდა იყოს უწყვეტი აქციები და მოქალაქეები არ უნდა დაიღალონ.

„არ უნდა დავიღალოთ.უნდა გვჯეროდეს ჩვენი ძალების. უნდა ვიდგეთ ბოლომდე, უნდა ვენაცვლებოდეთ ერთმანეთს. ერთადერთი ამოსავალი წერტილი, თვითმიზანი და ამოცანა უნდა იყოს ამ ქვეყნის გადარჩენა.

ხელისუფლებას უნდა დავანახოთ ჩვენი ძალა“ – განაცხადა მსახიობმა გადაცემაში „დღის თემა“

magti 5g