პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია, თუმცა როგორც მან თქვა, როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ [პარლამენტში] საჭიროა უსაფრთხოების დაცვა.
აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენობაში წესრიგს მხოლოდ მანდატურის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იცავენ.
„მგონია, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ“ – სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურის სამსახურს. ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად მოგვისმენია პარლამენტის აპარატის მიმართ მადლობა.
პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ, თხოვნა მექნება, უპირველეს ყოვლისა, რომ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
რთული სამსახურია, რა თქმა უნდა. მინდა მოგიწოდოთ დაემორჩილოთ! კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით, მამაკაც დეპუტატებს.
რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს, მართალია, მანდატურის სამსახური გვყავს, მაგრამ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს.
ეს დღეები როდესაც განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმია, შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო.
სხვა აქ არავინ არაა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ, რომ იყოს აქ და ეს არის მიზანი.
გუშინაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პარლამენტის წევრების მხრიდან მანდატურების თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ დამუნათებას, მორალის კითხვას. გთხოვთ, შეეშვათ ამას!
ეს ხალხი საქმე-საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებას დაიცვას საკუთარი სიცოცხლის ფასად და ვცეთ პატივი მათ. მაგიდების აყირავება ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობაც ვნახეთ. დღესაც არის სპეციალური რეჟიმი.
სალომე ზურაბიშვილი: უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის
გთხოვთ, ამიტომ პატივი ვცეთ ამას. არავის სიამოვნებს, როცა გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია. როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი 9 მარტს განიხილავს და დაამტკიცებს