LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე… უზარმაზარ დახმარებაზეა საუბარი, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას” – სოსო ბერიკაშვილი

221
სოსო ბერიკაშვილი

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ხალხის ძალის” მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს პარლამენტი დაამტკიცებს, ეს ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ უკან დაიხევს ხელისუფლება და ამ კანონს არ მიიღებს. რასაკვირველია, ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე. უზარმაზარ დახმარებაზეა საუბარი, რომელიც დასავლეთისგან მოდის ათწლეულების განმავლობაში და ეს დახმარება შემოდის ამ ქვეყნის ეკონომიკაში და ეხმარება ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ, ძალიან დიდი რისკის შემცველია ეს ყველაფერი. კი საუბრობენ, რომ ეს არ შეეხება ბიზნესებს, უნივერსიტეტებს და ა.შ. მაგრამ თუ გაიტანეს ეს კანონი, მერე შეიტანენ ცვლილებას, როგორც რუსეთში მოხდა და შეეხება ყველაფერს, აბსოლუტურად ნებისმიერ გადმორიცხვას საზღვარგარეთიდან”, – აცხადებს სოსო ბერიკაშვილი “ფორტუნასთან”.

როგორც ეკონომისტი ამბობს, კანონის მიღების შემთხვევაში, დასავლეთს კარგი რეაქცია არ ექნება, რაც ფინანსურ დახმარებებზე უარყოფითად აისახება.

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

“უზარმაზარი რეპუტაციული ზიანია, ყველა დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ. USAID-ს აუკრძალავ NGO-ს დახმარებას და არ აუკრძალავ ბიზნესის დახმარებას? USAID რას გეუბნება ამ დროს, აგენტს რატომ მეძახი, ან ჯაშუშს დახმარებისთვის. რასაკვირველია, რეაქცია მათი მხრიდან არ იქნება კარგი. გეხმარებოდე ამდენი წლის განმავლობაში და შენ მაკრიტიკებდე, არ არის ლოგიკური და ნორმალური. აპელირება გამჭვირვალობაზე სისულელეა, გამჭვირვალეა ყველაფერი და თვითონაც შესანიშნავად იციან ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ შეძლოს კონტროლი ყველასი და ყველაფრის. ამას არ გაატარებს დასავლეთი ასე მარტივად და ჩანს რომ არ გაატარებს და აღარ მოგვცემენ ფულს, რაც ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ეკონომიკის განვითარებას, ამას ემატება რეპუტაციული ზიანი, რომელიც დააზიანებს ისევ ეკონომიკურ განვითარებას და ესეც არ არის განყენებული ცნება, ეს არის ის, რაც ყველას გვეხება”, – განმარტავს სოსო ბერიკაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

დავით გოგიჩაიშვილი: გაუმარჯოს ევროპას და საქართველოს ევროპაში.. მაშასადამე, არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ხელის შემშლელი იქნება

“მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის… შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება” – ტრენერთა ასოციაცია

“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს რომ გააჩერონ, პირველივე წელს მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება” – თენგიზ შერგელაშვილი

magti 5g