ცნობილი პიანისტი გიორგი გიგაშვილი მეგობრებთან ერთად გუშინდელ აქციაზე იმყოფებოდა.
მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავისი თვალით დანახული 7 მარტის მოვლენები აღწერა:
„ვბრუნდები სახლში.
უდიდესი დღე იყო, ძალიან გრძელი.
სტუდენტები ვიყავით და ახალგაზრდები.
დილიდან ვუყურებდით, როგორ გვემატებოდა ხალხი.
დილიდანვე ვგრძნობდით, რომ რაღაც მოხდებოდა.
ხელისუფლება გვყავს რუსი.
რუსული ხერხებით, ანუ ძალადობით შლიან მართლა მშვიდობიან აქციას. (ჩემი თვალით მაინც არ მენახა, როგორ დაიწყეს სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება პირველებმა.)
ჰოდა, ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი.
ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება.
ის წინა აქციებიც, რომლებიც წარუმატებელი გვეგონა ადრე, თურმე დღევანდელ და ხვალინდელ დღეს ამზადებდნენ.
ქალებო, გილოცავთ თქვენს დღეს. დღეს თქვენ აქციაზე რაც აჩვენეთ, არასდროს არ მინახავს არსად.
ისტორიული დღეა და მიხარია, რომ ისტორიის წერის დროს ერთადერთ, სწორ მხარეს ვდგავარ“.
ბექა გოჩიაშვილი: „ამაზე უფრო ღია და ნათელი ღალატი ქვეყნის რა უნდა იყოს?“
რუსუდან სებისკვერაძე: „ჩვენი ლამაზი სამშობლო რუსეთი არასდროს გახდება…“
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“