ამ პროტესტის ძალა გულწრფელობაშია, – აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გაბრაზდნენ ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ, ქმნიან და შექმნიან ამ ქვეყნის იდენტობას, ამ ქვეყნის სულს, სავიზიტო ბარათს; იმას, რის გამოცაა საქართველო ევროპა და რითაც უნდა წარვდგეთ დასავლეთში არა როგორც სტუმრები, არამედ როგორც სრულფასოვანი წევრები.
მაგრამ მათ გაბრაზებაზე მეტად მნიშვნელოვანი ბრაზმორეული ახალგაზრდები არიან. ისინი, ვისაც დაბადების მწვანე მოწმობაც კი არ ექაჩებათ საბჭოთა (რუსული) წარსულისკენ.
ისინი წარმატებად თანამდებობასა და სავარძლებს არ მიიჩნევენ, არამედ იმ საქმის კეთებას, რაც აბედნიერებთ.
მათ საკუთარი ნათქვამისთვის დამაჯერებლობის შესამატებლად შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობა არ სჭირდებათ;
მათ ჰყავთ ერთმანეთი და, რაც მთავარია, გრძნობენ ერთმანეთს;
მათთვის ფესტივალზე, მზის ქვეშ, მწვანე ბალახზე წამოგორება და მუსიკის მოსმენა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე რესტორანში ყალბი დიალოგების მოსმენა და ჩაცმულობების შეჯიბრი.
მათ უყვართ, სჯერათ, იცინიან და უხარიათ.
ეს ხალხია ევროპა.
ამიტომაც მოიგებენ”, – წერს გორგილაძე.
გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“
“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია