LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა ნანუაშვილი: ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს

141
უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

უჩა ნანუაშვილის თქმით, განცხადებაში, რომელიც რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დღეს დილით გავრცელდა, რამდენიმე ციტატა ნიშნავს, რომ „პროტესტი ჩააცხრეს“.

„ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან: „სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა“, „მიაკრეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი“, „რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ“, „მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს“, „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი“. „დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“ – ყველაფერი ნათელია!“ – წერს სოციალურ ქსელში უჩა ნანუაშვილი.

ამავე თემაზე:

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

ელისაშვილი: ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

 

magti 5g