LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ის

219
კობახიძე, ყიფიანი და ბიძინა

„ვიქტორ ყიფიანი კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ივანიშვილთან. კვირაზე მეტია, ის აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ კანონი [ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტი], რომელიც უმრავლესობას უნდა მიეღო,  გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზე, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. კობახიძის თქმით, „ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში“:

ანრი ოხანაშვილი: ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„არ შეიძლება, იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი, თუმცა ამაზე კომენტარს, ალბათ, შესაბამისი მხარეები გააკეთებენ. კანონის მიღებამდე ჩაეხსნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გია ხუხაშვილი: ვიქტორ ყიფიანი ფაქტობრივად არის სარეზერვო პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანს

დასმულ კითხვაზე იყო თუ არა მისი გათავისუფლების მიზეზი ის, რომ ყიფიანი გავლენის აგენტი გახდებოდა, კობახიძემ უპასუხა, რომ მიზეზი სხვა იყო.

„მე ამას ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე, წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე, ჩემი ინფორმაციით. მე ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს… ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება ამაზე კომენტარი, ნიშნები მოგეცით, ბევრი.“ – განაცხადა კობახიძემ.

ივანიშვილის ადვოკატი: ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის – რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g