მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოკლე რეპლიკით გამოეხმაურა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს მერაბიშვილის განცხადებას, თეა წულუკიანმა აღნიშნა:
„ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს“.
ცნობისათვის, 10 მარტს, „უკრინფორმის“ მედიაცენტრში, სადაც SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა, შს ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.
ვანო მერაბიშვილმა ასევე განაცხადა: „მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში
ამასთან, ვანო მერაბიშვილმა მიმართვა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა და აღნიშნა, რომ არ არის საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ არის საქართველოს პატრიოტი.
ამავე თემაზე:
სამადაშვილი: ვანო მერაბიშვილი სულელი არ არის, გამოდის, რომ ივანიშვილის მოკავშირეა
ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე: პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს