LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაბეიშვილი ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?” – ოდიშარია

424
BeFunky-collage - 2023-03-16T014709.854

ხაბეიშვილი ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„არ მგონია, ჩვენი ერი იმდენად ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღე, გმირული, საამაყო და ალბათ გათანასწორებული გარკვეულ სასულიერო მემორიალურ დღეებთან, შესაბამისად, პერსპექტივა ამ მხრივ ნაკლებია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.

პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები