კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ისევ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს:
„მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე ნერვიულობა სისულელეა, ის უკვე დაწყებულია, ახლა უნდა ვინერვიულოთ მის დასასრულზე. უკვე ცხადია, რომ ისინი არ გაჩერდებიან, მორიგი უპილოტო თვითმფრინავი მალე ჩვენთან დაეცემა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. იქნება წყალქვეშა გემები, ყველა ტიპის შეიარაღება, რასაც აწვდიან უკრაინას. ომი დაწყებულია, სანამ არ გაგვანადგურებენ, არ გაჩერდებიან და არაფერი შეაჩერებთ მათ, სიცოცხლის მოსპობის შიშის გარდა“, – ამბობს სიმონიანი.
„როცა რუსეთი ვინმეს ბომბავს, თქვენ გგონიათ ეს პუტინს სიამოვნებს? – მარგარიტა სიმონიანი