„ფეისბუქ“-მომხმარებელი, აკა სინჯიკაშვილი, კახეთიდან წამოღებული მორიგი „მარგალიტების“, საინტერესო მეტსახელების სიას აქვეყნებს თავისი ახსნა-განმარტებით
„ვიყავი ლაგოდეხში, წნორში, სიღნაღში და გურჯაანში, კახური მეტსახელების მეოთხე სერია:
„აბოიმა თამაზა“ – გრიჟა აქვს.
„მოსამართლე ზურო“ – დედ- მამა სხვადასხვა ადგილას დაკრძალა.
„ილია ინგა“ – წნორელი ბოზია და ოც ლარს იღებს.
“„მაგნიტა ნოდარა“ – ჯართს იბარებს.
„ბოქსიორი ანდრო“ – ხელში რაღაცა აფეთქებია, მტევნები მოუკვეთიათ და მაჯებშეხვეული დადის.
„ჯეკა მზია“ – ოთხი ტყუპი გააჩინა.
„ნოე ოთარა“ – სახლში ბევრნაირი ცხოველი და ფრინველები ჰყავს.
„შაჰაბასა ვალერა“ – ვენახი გაჩეხა და ლობიო დათესა.
„გველეშაპა გელა“ – ლამაზი ცოლი ჰყავს და გარეთ არ უშვებს.
„უანტენო ავთო“ – ენა ებმის და გაუგებრად ლაპარაკობს.