LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ბინების ფასი გაიზარდა – რამდენი ბინა გაიყიდა თებერვალში

158
Batumi1-cropped

2023 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 42%-ით, 1,544 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 50%-ით გაიზარდა და 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Colliers Georgia აქვეყნებს.

recov.ge-ს განახლებული მონაცემებით, ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში 230%-ითაა გაზრდილი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19%-იანი და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  

რაც შეეხება ღირებულებას, ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 22%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 895 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 დოლარამდე გაიზარდა. recov.ge-ს შეფასებით, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g