„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ფრაქცია საპარლამენტო სხდომებსა და განხილვებში მიიღებს მონაწილეობას:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული.
ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს ეხება – ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად ხალხის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ფრაქცია ყველა საპარლამენტო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისათვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პროტესტის ნიშნად, პლენარულ სხდომებს არ ესწრებოდა.
ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა გულუბრყვილობაა – რომან გოცირიძე ნუგზარ წიკლაურს არ ეთანხმება
“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს