არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის ასაკის მამაკაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.