Toyota-მ ამერიკელ მძღოლს ძველი ავტომობილის ნაცვლად სრულიად ახალი აჩუქა. შემთხვევა აშშ-ში მოხდა: ფლორიდელმა მარკ მილერმა 2006 წლის იაპონური ყველგანმავლით 1,6 მილიონი კილომეტრი გაიარა. თუმცა, გასული წლის სექტემბერში მისი Hugglander ტორნადომ გაანადგურა. Toyota-ს ამერიკულმა ოფისმაც ავტომოყვარულს იმავე მოდელის უახლესი ავტომობილი გადასცა.
მარკი ავტომობილს საქმისთვის იყენებდა, ის გზების შეკეთებით იყო დაკავებული და თავის Highlander ხშირად მოძრავ ოფისადაც გადააქცევდა ხოლმე. თავად მილერის თქმით, ამ წლების განმავლობაში მან მაგისტრალ 75-ზე 8 ათასჯერ მეტჯერ მაინც გაიარა.
ავტომობილს 17 წლის განმავლობაში ფლობდა და მთელი ეს პერიოდი ერთსა და იმავე სერვის ცენტრს აკითხავდა, დილერმაც უზარმაზარი გარბენის შესახებ სწორედ ამ ცენტრიდან გაიგო.