LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვანაირი რონალდო: როგორ იქცევიან სუპერვარსკვლავები კულისებში (ვიდეო)

49

”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავი მოულოდნელი კუთხით წარმოაჩინა.

”ოქროს ბურთი 2015”-ის ცერემონიის წამყვანმა, კეიტ ებდომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების კულისებში ქცევებზე ისაუბრა.

”მესი ძალიან წყნარი, მორიდებული ბიჭია, როდესაც მასთან საუბრობ, არ გრძნობ თავს ისე დაძაბულად, როგორც რონალდოსთან. კრიშტიანო თავდაჯერებულია, კამერებთან კი თავისუფალი.
”ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაზე რონალდო ნეიმართან ერთად გავიდა, ისინი ერთმანეთთან პორტუგალიურად საუბრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მესი და ნეიმარი თანაკლუბელები არიან, სწორედ კრიშტიანო აჩვენებდა ბრაზილიელს საით წასულიყო, რა გაეკეთებინა და ინფორმაციას პორტუგალიურად უთარგმნიდა. რონალდო მზრუნველ და მოწესრიგებულ ბიჭად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, მისგან ამას არავინ ელოდა”, – განაცხადა ებდომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ”Football Beyond Borders”-თან ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები