LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ამბასადოში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავეს

239
2050

სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე სამართალდაცავებმა 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g