LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იმსახურებს სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, რას აკეთებს მთავრობა, ეს არის დიდი უფსკრული

149
ვიოლა ფონ კრამონი

„საქართველო იმსახურებს სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, რას აკეთებს მთავრობა, ეს არის დიდი უფსკრული“, – ამის შესახებ განცხადება თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა. მისივე განცხადებით, ევროპა ცდილობს, გამოძებნოს გზები უფსკრულის ამოსავსებად.

კრამონი უკვე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

„საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული.

ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება.

გასულ კვირას, აქ იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომელმაც ნათლად თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, სუვერენული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეეძლება აკონტროლოს და დააკვირდეს, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და რას აკეთებს მთავრობა. არც ერთ ჩვენგანს არასდროს გვქონია სურვილი, საქართველოს ომში ჩართვის. მთავარი, რასაც ჩვენ ველით არის ის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში ჩვენს საერთო და საგარეო პოლიტიკასთან, რაც ასევე მოიცავს სანქციების რეჟიმს. ამ დრომდე საქართველო საწინააღმდეგოს აკეთებს და პირიქით, სარგებელს იღებს ომიდან“, – განაცხადა კრამონმა.

პოპულარულები