დევა კასელი ამჯერად ცნობილი ბრენდის „დოლჩე და გაბანას“ ახალი სუნამოს რეკლამაში გამოჩნდა. ტყავის ქურთუკსა და ბათინკებში გამოწყობილი 18 წლის მოდელი მილანის ქუჩებში ცეკვავს და სამყაროს ახალი პარფიუმის შესახებ უყვება, რომლის სახელწოდებაა Dolce Violet. ეს პარფიუმერიული ხაზი ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეშვა და უკვე მოესწრო რამდენიმე არომატის გამოშვება.
სუნამოს აქვს იასამნისფერი შეფუთვა და მასზე პარფიუმერმა ემილი კოპერმანმა იმუშავა.
ახალი კლიპის ავტორი რეჟისორი სტივენ ბრამსია, კლიპის სლოგანი გახლავთ „ოპტიმიზმი, ბედნიერება და თავისუფლება“.
18 წლის დევა კასელი მუმბაიში „დიორის“ ნახევრად გამჭვირვალე ულამაზეს კაბაში ბრწყინავდა
პარიზული გლამურით შთაგონებული – დევა კასელის უახლესი ზღაპრული ფოტოსესია
მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი, დევა კასელი ცნობილი ფოტოგრაფის მისტიკურ ფოტოსესიაში