LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი.. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

389
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ. ამის შესახებ „ფორტუნას“ 6 აპრილს, ოჯახის ადვოკატმა ხატია ყურუამ განუცხადა. ამასთან, ადვოკატმა „ფორტუნასთან“ თქვა, რომ გარდაცვლილი გოგონას ოჯახი გამორიცხავს ვერსიას, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია გამხდარიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ოჯახსაც აქვს პოზიცია, რომ ეს არის მკვლელობა“ – ადვოკატის განცხადებით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ

ანას დედა, ნატო ხუტაშვილი გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია. ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის დედა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„ჩემს შვილს ყოველთვის გაწკრიალებული, ფითქინა სახე ჰქონდა. ეს ნაკაწრებიც თავისით მიიყენა? ბავშვს მანამდე არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდა სახეზე. დაზიანება ჰქონდა მარცხენა მუხლის ზევით. ნაკაწრი ჰქონდა ზურგზეც, რომელსაც თავისით ვერ მიიყენებდა, რადგან ეცვა გრძელი, ე.წ. ჰუდი ელვა შესაკრავით, შიგნიდან როლინგი. ამდენი ტანსაცმელი ასე მარტივად ვერ წამოეწეოდა. ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული ნაკაწრი“– ამბობს ნატო ხუტაშვილი.

ამავე ინტერვიუში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ მისი შვილი იმ ხეების ქვეშ იპოვეს, სადაც შეუძლოდ მყოფი ბავშვი თავისით ვერ შევიდოდა.

„ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანა ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული. მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე. ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა.

„ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა“ - დედაქალაქის მერია

„ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.“

ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გამოიკვლევს, რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია“. – ამბობს ნატო ხუტაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო.. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი ყოფილიყო“ – გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა 

„ნაზი, ფერია გოგონა იყო.. პანდემიის დროს, ოჯახი ერთი წელი ლიეტუვაში იყო, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ“ – რას ამბობს გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g