კომპანია Saab-ის ყოფილ ოფისში 30-იანი წლების უნიკალურ დოკუმენტაციას გადააწყდნენ. ლეგენდარული ბრენდის ყოფილ შენობაში შვედურ-ჩინური კომპანიის NEVS-ის თანამშრომლები გადადიან, მათ საწარმოო სიმძლავრე და ტექნოლოგიური ცენტრი გამოისყიდეს, ასევე მიიღეს ლიცენზია იმაზე რომ საკულტო ბრენდის სახელი გამოიყენონ და ამისთვის 930 მილიონ დოლარს გადაიხდიან. ახალმა თანამშრომლებმა ძველ მაგიდებში ავტომობილების უნიკალური ესკიზები აღმოაჩინეს, ავტომობილების რომელიც დღესდღეობით ვინტაჟურად ითვლება.
დოკუმენტაციის შესწავლისას ნახეს Saab 99-ის დეტალიზებული ჩანახატები, რომელიც „სკანდინავიური დიზაინის“ ერთ-ერთმა პირველმა წარმომადგენელმა სიკსტენ სასონმა შექმნა. თავიდან ხელოვანი თვითმფრინავებს აპროექტებდა, თუმცა შემდეგ საკუთარი თავი მანქანების დიზაინში იპოვა. მისი პროექტებით შვედმა ინჟინრებმა საკულტო მოდელები Saab 92 და 99 შექმნეს. ამასთან, ცნობილი Saab 900-ის ექსტერიერიც სკანდინავიელი დიზაინერის შთაგონებითაა დამზადებული.
მრავალრიცხოვან დოკუმენტაციაში ნახეს შედარებით თანამედროვე ესკიზებიც, რომლის დამზადებასაც შვედები General Motors-თან ერთად აპირებდნენ.