LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის ასაკში საქართველოს ფეხბურთელთა 17 და 19 წლამდე ნაკრებების წევრი, ილია კერძევაძე გარდაიცვალა

205
Capture

27 წლის ასაკში საქართველოს ფეხბურთელთა 17 და 19 წლამდე ნაკრებების წევრი, ილია კერძევაძე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Geo Team – მა გაავრცელა.

„შოკირებული ვართ, რადგან გვიწევს დაწერა იმის შესახებ, რომ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ილია კერძევაძე.

ილია იყო საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი 2011-2013 წლებში…

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდობით, “ბაჯბაჯ””, – წერია გავრცელებულ პოსტში.

ილია კერძევაძე საქართველოს 17,19 და 21 წლამდე ნაკრებებში თამაშობდა. ყველაზე გამორჩეული პერიოდი 17 წლამდე ნაკრებთან ერთად გაატარა, როდესაც ევრო 2013-ის ფინალურ ეტაპზე ვასილ მაისურაძის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g