LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია შვილზე: ვიზუალურად მძიმე სანახავია, მითხრა, ძალა არ მაქვსო…გუშინ მოვიდნენ მასთან, ეზოდან მიულოცეს, ძალიან ესიამოვნა

171
fot

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, სიცხე, წნევა და სისუსტე გრძელდება. მითხრა, ძალა არ მაქვსო, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ვიზუალურად მძიმე სანახავია.

„გუშინ მოსული იყვნენ მასთან, ეზოდან მიულოცეს და ძალიან ესიამოვნა. ისევ მოლოდინში ვართ. იქნებ რაიმე დადებითად გადაწყდეს. ვნახოთ, სტრასბურგში რა შედეგი მოჰყვება საჩივარს. ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, ისევ იგივე ვითარებაა: სიცხე, წნევა და სისუსტე გრძელდება. როდესაც წამოიწევა მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიზუალურად მძიმე სანახავია. მითხრა, ძალა არ მაქვსო. ამის მოსმენა ასეთი ადამიანისგან, ცოტა უცნაურია. ძირითადად წევს“, – აღნიშნავს ალასანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g