LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: „ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა“

187
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

ჟურნალისტებთან საუბარში ალასანიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი „ჩონჩხად გადაიქცა“.

„ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, ასე, რაღაც 100 წლის ადამიანივით ძლივს მიჩოჩავს, დაყრდნობილი..საკვებს იღებს, ისე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს.

მაგრამ, პრობლემაც ესაა, რომ საკვებს კი იღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ორგანიზმი ვერ იწოვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„იქ ასეა მითითებული, რომ გონივრულ ვადაში, მაგრამ რომელია ეს გონივრული ვადა, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები, 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი, ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება. საუბარია, რომ შუალედში მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა, ჯანმრთელობა აღიდგინოს“, – თქვა გიული ალასანიამ.

The Guardian – პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილს უახლოვდება 

ალასანია შვილზე: ვიზუალურად მძიმე სანახავია, მითხრა, ძალა არ მაქვსო…გუშინ მოვიდნენ მასთან, ეზოდან მიულოცეს, ძალიან ესიამოვნა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g