LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს“ – თავდაცვის მინისტრი

134
Untitled design (4)

„ეს 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა, ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძე გამოეხმაურა BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელშიც თაღლითურ სქემაზეა საუბარი, სქემის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„ყოფილი ხელისუფლების მიერ, მე სხვას ვერაფერს დავარქმევ და ვერ შევაფასებ, ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია და ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს.

რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და, რა თქმა უნდა, არც საქართველოში..

ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე – მოჰყვება თუ არა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო სიუჟეტს, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართველმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.

„ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და გამოძიების თვალსაზრისით საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ.

ახლა გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში, თუ ერთობლივად“, – თქვა ბურჭულაძემ.

ცნობისათვის, 12 აპრილს „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ამავე თემაზე:

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g