უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს.
არჩილ ხოფერია აქვეყნებს მის თანამებრძოლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს და აღნიშნავს, რომ მათთან ერთად იბრძოდა როგორც აფხაზეთის, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
„ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკის გარეშე, ეს არის ის, რასაც ერთი დროშის ქვეშ ომი ჰქვია, როცა ერთმანეთთან ყოველთვის მიგვესვლება, როცა ყოველთვის გვაქვს გასახსენებელი თუ მოსაგონებელი, როცა ისევ ახლოა ბრძოლის ველი, სიკვდილის სუნთქვა, თანამებრძოლები და ღმერთი..
გენერალ ყურაშვილთან ერთად ერთი დროშის ქვეშ აფხაზეთი, შიდა ქართლი..
გენერალ გოგავასთან ერთად შიდა ქართლი..
როგორც ყოველთვის, ყველა ერთად, ერთიანი, განუყოფელი, დამოუკიდებელი,თავისუფალი საქართველოსთვის.“ – წერს არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში.
ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკის გარეშე ეს არის ის რასაც ერთი დროშის ქვეშ ომი ჰქვია როცა ერთმანეთთან ყოველთვის მიგვესვლება…
Posted by არჩილ ხოფერია on ორშაბათი, 17 აპრილი, 2023
ფოტო: “ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა” – არჩილ ხოფერია