LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩავიხედე სარკეში და გულიანად ვიტირე…თმა, ჰორმონალური შავი ზოლი, ჩამოწელილი მუცელი, ცელულიტები და ამ ყველაფრის ფოტოშოპით დამალვას ვცდილობდი” – ნუკი კოშკელიშვილი

311
BeFunky-collage - 2023-04-20T014414.349

ნუკი კოშკელიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, სადაც საზოგადოებისთვის სიმართლის თქმის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაყურებელი არ უნდა მოატყუო.

„თმა, ჰორმონალური შავი ზოლი, ჩამოწელილი მუცელი, ცელულიტები და ამ ყველაფრის ფოტოშოპით დამალვას ვცდილობდი! მერე დავფიქრდი წამიღო აზრებმა, ამას ხომ სხვის დასანახად ვაკეთებდი. ჩემს „ფეიჯზე“ შემოსული ადამიანი ხომ დაინტერესდებოდა. ჩავიხედე სარკეში და გულიანად ვიტირე.

მე რომ მენახა ქალი, რომელმაც ორი დღის შვილი გააჩინა და იდეალურ ფორმაშია, ხომ უფრო დავისტრესებოდი. ავდექი და დავდე ფოტო ფოტოშოპის გარეშე. მეგონა გამლანძღავდნენ, რას ჰგავს?! ესაა მოდელი?! და პირიქით მოხდა ყველაფერი იმდენი მადლობა მივიღე ისეთი დადებითი ემოციები გამიკვირდა. მივხვდი, რომ სიმართლის თქმაა საჭირო. არ უნდა მოატყუო მაყურებელი.

ქმართან ხშირად ვჩხუბობ, საერთოდ არ მაქვს ის ურთიერთობა, რასაც ინსტაგრამზე გამოდებენ ხოლმე… სადღაც რომ ვართ წასულები იქ ან მოვკლავთ ერთმანეთს ან ვრიგდებით… მერე მართალია ვრიგდებით და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მაგრამ ჩხუბი ხდება. ბავშვთან მიმართებითაც, ხანდახან მგონია, რომ საზიზღარი დედა ვარ. დიდხანს არ ლაპარაკობდა და მეგონა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. არასდროს არ შეხედოთ სხვას, არასდროს არ დაუჯეროთ სოციალურ ქსელებს “, – საუბრობს კოშკელიშვილი.

“როდესაც ასე ჩაცმული შვილს სკოლაში ვაკითხავ, ოვის კლასელების მშობლები გაოცებულები მიყურებენ” – ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი დიდ ბრიტანეთში მოგზაურობს: „როგორ მინდა კიდევ ჩამოსვლა უფრო დიდი ხნით, ნეტავ, იცოდეთ…“

ნუკი კოშკელიშვილი ტერი მიუგლერის გამოფენაზე იმყოფებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g