ნუკი კოშკელიშვილმა განსხვავებული ჩაცმის სტილით ამერიკელები გააოცა. როგორც მისი ინსტაგრამ ვიდეო სთორებიდან ვიგებთ, მოდელი და ტელეწამყვანი ყოველდღიურად ახერხებს გააოცოს მისი შვილის, უსაყვარლესი ოლივერის თანაკლასელის მშობლები.
ნუკი გამომწერებს უყვება, რომ როდესაც შვილის წამოსაყვანად სკოლაში მიდის, ის საგანგებოდ ემზადება. იცვამს არაორდინარულად, შედეგად კი პატარა ოლივერის კომპლიმენტებს იმსახურებს, ასევე მისი შვილის თანაკლასელების მშობლების ყურადღებას იქცევს.
“ოვის ძალიან მოსწონს ჩემი ყოველდღიური ჩაცმულობა, მეუბნება, რომ ძალიან ლამაზად გამოვიყურები. იმდენად მიეჩვია ჩემს სტილს, რომ უკვირს, სხვა მშობლებს რატომ არ აცვიათ ასე”, – ამბობს ნუკი.
ცოტა ხნის წინ მისმა ამერიკელმა მეუღლემ ნუკის ჩაცმულობას ტიკ-ტოკზე სპეციალური ვიდეო კოლაჟიც კი მიუძღვნა.