ნუცა ბუზალაძემ „ამერიკის ვარსკვლავის“ პირველ ლაივტურში გაითვალისწინა კეტი პერის რჩევა და შეარჩია ტონი ბრექსტონის ცნობილი ბალადა, რომელიც განსაკუთრებულად იმღერა.
მას ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოუდგა.
მათ შორის იყო კეტი პერი, რომელთანაც წინა ტურში მცირე დაძაბულობა შეიქმნა. კეტიმ ნუცას შენიშვნა მისცა და სთხოვა, რომ ნაკლებად იმოძრაოს და უფრო მეტი სასიმღერო შესაძლებლობა აჩვენოს.
კეტის ეს შენიშვნა დარბაზმა არ აპატია, თუმცა ნუცამ მისი გათვალისწინება გადაწყვიტა.
კეტიმ ქართველი მომღერლის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა:
„როცა ვთქვი, არ გინდა სიბრჭვიალე-მეთქი, ზუსტად იმას ვგულისხმობდი, რაც დღეს გააკეთე. ეს დახვეწილი იყო. შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია მხოლოდ იმღერო და უბრალოდ, იყო ნუცა – ისეთი, როგორიც ხარ…“
„ნუცამ მთხოვა სასწრაფოდ გადმომეცა გულშემატკივრებისთვის” – ზაზა შენგელია მიმართვას ავრცელებს