LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes ელექტრომობილების წარმოებას მილიარდობით დოლარს მოახმარს

119
mercedes

Mercedes-Benz გერმანიაში, უნგრეთსა და ჩინეთში საწარმოების მოდერნიზებას იწყებს და პროექტისთვის მილიარდობით დოლარია გამოყოფილი. გერმანული მწარმოებელი ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას ძალიან სერიოზულად აპირებს, თუმცა მანამდე საწარმოო შესაძლებლობების მოდერნიზაცია იგეგმება, რათა მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შემცირდეს.

ამასობაში ევროკავშირი ავტო სამყაროს სულ უფრო და უფრო მეტ შეზღუდვას უწესებს. 2035 წლიდან შიდა წვის ძრავაზე მომუშავე მანქანები საერთოდ უნდა გაქრეს ბაზრებიდან. მართალია, ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც გარემოს სასარგებლოდ იქნება მიღებული.

Mercedes-Benz მზადაა მილიარდობით დოლარი დახარჯოს, რათა „მწვანე“ წარმოებაზე სრულად გადავიდეს, თანაც უკვე ამ ათწლეულის ბოლოსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები