სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მარტში საარსებო შემწეობა საქართველოს 676 641-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. სააგენტოს მონაცემებით, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 432 ადამიანით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. კერძოდ, იანვარში 30 571 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. თებერვალში მათი რაოდენობა 33 394-მდე გაიზარდა. მარტში კი 35 114-მდე შემცირდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 839 579 ლარი დაიხარჯა.