LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამამ უთხრა დედას, სიცოცხლეს გავწირავდი შენ რომ გადამერჩინეო, დედამ – ახლა რომ გადარჩი, ჩათვალე ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეო” – ბექა ყორშია ბავშვობის ემოციურ ისტორიას იხსენებს

226
BeFunky-collage - 2023-05-01T232538.202

ჟურნალისტი ბექა ყორშია გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან” ბავშვობის ემოციურ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი მშობლების ურთიერთობას უკავშირდება.

„ჩვენს ოჯახს ტრადიციად ჰქონდა, რომ ზაფხულობით ზღვაზე წავსულიყავით. შეიძლება სხვისთვის ბანალური იყოს, თუმცა მხოლოდ ერთად გასეირნებაც კი ძალიან კარგად მახსოვს. დედაჩემი ძალიან კარგად ცურავდა, მამაჩემი ვერ უქაჩავდა ხოლმე.

ერთ წელს ქობულეთში ვიყავით და ზღვა ძალიან ადიდებული იყო და მამა შევიდა. რამდენიმე ხანში დავინახეთ, რომ შველას ითხოვდა. დედაჩემი შევარდა და ძლივს გამოიყვანა, ფეხი გაენასკვა მამას. მამამ უთხრა დედას, სულ მეგონა სიცოცხლეს გავწირავდი შენ რომ გადამერჩინეო და პირიქით მოხდაო. დედამ უთხრა, შენ ახლა რომ გადარჩი, ჩათვალე ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეო”, – საუბრობს ბექა ყორშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g