LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლმა ცოცხლად დამარხული ქმარი სიკვდილს გადაარჩინა

121
43654

ჩინეთში ცოცხლად დამარხულმა მამაკაცმა მიწის ქვეშ გაიღვიძა. კეთილი დასასრულის მქონე საშინელებათა ისტორიას The Thaiger ავრცელებს.

მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და ის მშობლებთან, მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ცოლი ბევრს მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა, ამიტომ მამაკაცზე დედა და მამა ზრუნავდნენ. ერთ დღეს დედამ შვილს საკვები მიუტანა და აღმოაჩინა, რომ ის უგონოდ იყო. ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ექიმებმა პულსის არ ქონა და სიკვდილი დაადასტურეს.

დაღუპული მალევე დაასაფლავეს. გასვენების შემდეგ ცოლი გარდაცვლილი ქმრის საფლავთან მივიდა, რათა მას გამომშვიდობებოდა და ამ დროს ძალიან უცნაური ხმები შემოესმა. ქალმა ქმარს სახელით მიმართა და მისგან პასუხიც მიიღო. ბუნებრივია, საფლავი დაუყოვნებლივ გათხარეს და იქიდან ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

კაცი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს დიაბეტი აწუხებდა და გონების დაკარგვა არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია. ასე რომ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები