LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძემ ქორწილის წინა დღეს საცოლის ქმარი აღმოაჩინა

124
4565465

მალაიზიაში, ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქმრომ აღმოაჩინა, რომ მის საცოლეს სხვა ქმარი და შვილები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Malay Mail ავრცელებს.

ქალაქ კუჩინგის 28 წლის მკვიდრმა საყვარელი ქალი 2021 წელს გაიცნო. 2022 წლის ოქტომბერში მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს. ქორწილი კი წესით 2023 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი.

დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე სასიძო საპატარძლოს სახლთან მივიდა, რათა საქორწინო კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა ქალი სახლში არ დახვდა. საცოლის ძებნის პროცესში კი კაცმა შემთხვევით მისი საიდუმლოს შესახებ გაიგო. როგორც გაირკვა, პატარძალი მალავდა, რომ უკვე დაქორწინებული იყო და ორ შვილსაც ზრდიდა.

მოტყუებული სასიძოს აზრით, ის განზრახ შეიყვანეს შეცდომაში, ამიტომ ქალის წინააღმდეგ სარჩელი პოლიციაში შეიტანა.
მალაიზიელი ფიქრობს, რომ მისი და მისი ოჯახის ღირსება შელახულია და მორალური ზიანი აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები