არასტანდარტული მზის სათვალეების მწარმოებელმა კომპანიამ Zungle Panther, ახალი სათვალე დააანონსა.
ნივთის საცალო ღირებულება, ამჟამინდელი მონაცემებით შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე ეს ტექნომოყვარულებს ეგონათ, სწორედ ამიტომ ბიუჯეტის მოძიება ტირაჟული წარმოებისთვის კიდევ 25 დღე გასტანს, რათა პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის.
Zungle Panther-ის სათვალის საიდუმლო, მდგომარეობს ჩაშენებულ, სპეციალურ ყურსასმენებში, რომელიც ადამიანის ძვალზე, მიკროვიბრაციით ახდენს ხმოვანი ეფექტის გადაცემას. ამ მეთოდით, ფაქტიურად უგრძნობი მინიმალისტური ვიბრაციის წყალობით, თქვენ არ სწყდებით გარესამყაროს, რადგან ორივე ყურის ნიჟარა არაა ყურსასმენებით დახშული, თუმცა, გაქვთ შეგრძნება, რომ გიკეთიათ ყურსასმენები, რადგან გესმით მუსიკა.
აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდიკას იყენებნ აქტიურად სმენადაქვეითებულ ადამიანებში, შესაბამისად, სათვალით მუსიკის მოსმენა შესაძლებელი იქნება სმენადაქვეითებულთათვისაც.
,,ავტორადიო” გთავაზობთ ოფიციალურ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდეა: