LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ნაქერალას უღელტეხილზე ბზის კორომების სანიტარიულ მდგომარეობას გაეცნო

187
ფორტუნა - 2023-05-04T104253.643

ნაქერალას უღელტეხილზე არსებული ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომი, ქვეყანაში ბზის დაავადების და მავნებელის გავრცელების მაღალი რისკებიდან გამომდინარე, საკონსერვაციო ტერიტორიად 2019 წელს შეირჩა. სახეობის შენარჩუნების მიზნით, 12 ჰა-მდე ტერიტორიაზე მავნებელთან ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებები განხორციელდა.

„ნაქერალას უღელტეხილზე გასულ წელს განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბზის ალურას რიცხოვნობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ამ ეტაპზე არ საჭიროებს ქიმიური საშუალებებით დამუშავებას.

ტერიტორია რჩება სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ, მავნე მწერის მონიტორინგის მიზნით, განთავსებულია ფერომონიანი მწერსაჭერები და მიღებული მონაცემების საფუძველზე განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

 

 

ეროვნული სატყეო სააგენტო სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, 2016 წლიდან ახორციელებს.

ღონისძიებები მოიცავდა ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებას, კოლხური ბზის დაზიანებული კორომების ბიოლოგიური ინსექტიციდით დამუშავებას საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში; ჯამში შეიწამლა 550 ჰექტარი ტერიტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g