წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი მიწისქვეშა ნაგებობები სპეციალისტების ვარაუდით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.
“ეს ხომ ჩვენი ქალაქის ისტორიაა, თანაც დიდუბის პანთეონში ზოგადად, ცნობილ ადამიანებს კრძალავდნენ. ეტყობა, რომ შეძლებული ხალხია იქ დაკრძალული და პატივია მიგებული”, – ამბობს ” AMBEBI.GE- სთან არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი.
თბილისის მერიის ცნობით, ამ ნაგებობების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონის წინ საავტომობილო გზის გათხრისას, ძველი სამარხები აღმოაჩინეს