LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „8 წელია ამ პროექტში საბუთებს ვაგზავნი…რომ არა მთიულის ხასიათი შეიძლება გავმტყდარიყავი…ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა” – ნუცა ბუზალაძე

2351
BeFunky-collage - 2023-05-07T232616.798

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში საკუთარ კარიერასა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის” ფინალში იმღერებს. ის პირველი უცხოელი მომღერალია, ვინც ხსენებული კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.

ნუცა ბუზალაძემ ინტერვიუში ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მათი თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. თურმე შესაძლებელია, რომ სხვებისთვის წარმოუდგენელი, მაგრამ შენთვის წარმოსადგენი ოცნება ახდეს და ეს სრულიად ნორმალურია. რომ არა ეს მთიულის ხასიათი შეიძლებოდა გავმტყდარიყავი, ბევრი სიტუაცია მქონდა ამისთვის. მაშინ როდესაც 16 წლიდან დამოუკიდებლად ხარ და შენს ოჯახს ინახავ, ძალიან პატარა ასაკია. მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს ოჯახის წევრებს ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ. ამ პროექტში დაახლოებით რვა წელია საბუთებს ვაგზავნი.

ისე მავსებდა საქართველოსა და ჩემი ხალხის მხარდაჭერა, ჩემი ხალხის სიყვარული. ეს ისეთი ძალაა, რომ ვერავინ ვერასოდეს მომერევა, როცა ასეთი ერი მიდგას უკან. თქვენ არ იცით, რამდენს ნიშნავს, როცა შენი სისხლი
გიჭერს მხარს. ეს უფრო დიდი მოტივაციაა, რომ უფრო წინ ვიარო. როგორც შევძლებ და რის საშუალებასაც მომცემს ჩემი თავი და ჩემი კარიერა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იცოდნენ არა როგორც შტატი, არამედ როგორც ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე დიდი კულტურის მქონე ერი. აი ეს მინდა, რომ
ყველამ იცოდეს და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს”, – საუბრობს ნუცა ბუზალაძე.

„პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა“ – ნუცა ბუზალაძის ემოციური პოსტი

„ტკბილი ბავშვობა.. ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე დიდ სცენას და გავსებულ დარბაზს“ – ნუცა ბუზალაძე გვიზიარებს ვიდეოებს, თუ როგორ ატარებდა სახლში კონცერტებს

ვიდეო: „რთულია ამერიკელების სიყვარული მოიპოვო… American Idol გახდა ჩემი ამერიკული გზის დასაწყისი და დიდი ნაბიჯია ჩემი კარიერისთვის“ – ნუცა ბუზალაძე ინტერვიუს ანონსს გვიზიარებს

ვიდეო: „ელოდებით ჩემს ახალ სიმღერებს?“ – ნუცა ბუზალაძეს სიმღერებს ერთ-ერთი ცნობილი არტისტი უწერს

„კიდევ ერთ ახალი, საინტერესო და სასიამოვნო ამბავი ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით..“ – რას წერს ზაზა შენგელია

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა: „ფინალში ისევ ვბრუნდები…“

რა მისწერა ერთ-ერთმა გამომწერმა ნუცა ბუზალაძეს: „ძალიან მომეწონა ეს შეტყობინება…“

„ხარ თუ არა მარტო?“ – რას პასუხობს გამომწერის ამ კითხვას ნუცა ბუზალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები