დატვირთული სამუშაო დღეების შემდეგ, ქეით მიდლტონი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, კორონაციისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. კორონაციის ოფიციალური ცერემონიალის, მოსახლეობასთან შეხვედრების და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების შემდეგ, ქეითი ბედნიერი ჩანდა მეფე ჩარლზისადმი მიძღვნილ კონცერტზე.
კონცერტზე ქეითი მეუღლესთან და სამივე შვილებთან ერთად მივიდა. ის ბრწყინავდა საყვარელი დიზაინერის „ალექსანდრე მაკქუინის“ პიჯაკსა და შარვალში.
ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ 1830 დოლარიან თეთრ პიჯაკში გამოჩნდა




