შაკირასა და პიკეს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. მედიის ცნობით, ჟერარ პიკე ახლა აშშ-ში, მაიამიში შვილებთან ერთად იმყოფება.
ცნობილი ესპანური ტელეარხის „ტელემუნდოს“ ინფორმაციით, მაიამიში ჟერარსა და შაკირას ძმის შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
საქმე ისაა, რომ შვილებთან, მილანთან და საშასთან აუზზე დროის გატარების დროს ფეხბურთელს შაკირას ძმა, ტონინო შეხვდა, დაძაბული საუბარი უეცრად ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებაში სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
პიკეს კარმა წამოეწია – კლარა ჩია მარტიმ ჟერარს გვარდიოლასთან უღალატა – ესპანური მედია