LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი პირველია ორ-ორჯერ: პარიზში სპორტული ოსკარები ჩამოარიგეს

188
Screenshot 2023-05-09 124112

პარიზში პრესტიჟული სპორტული პრემიის, Laureus World Sports Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამ პრიზს „სპორტულ ოსკარებსაც“ ეძახიან.

წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ლეო მესი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესი პირველია ისტორიაში, ვინც ორჯერ გაიმარჯვა ამ ნომინაციაში.

მესის გარდა ნომინირებული იყვნენ კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთის ნაკრები), მაკს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, ფორმულა 1), არმან დიუპლანტისი (შვედეთი, ჭოკით ხტომა), რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი), სტეფ კარი (აშშ, „გოლდენ სტეიტი).

მესი გახდა ერთ წელიწადში ორი Laureus-ის პრიზის მფლობელი (წლის სპორტსმენი და წლის გუნდის წევრი).
აქამდე არავის არ მოუგია ერთდროულად ორ კატეგორიაში ერთდროულად.

წლის გუნდია არგენტინის ნაკრები. ცხადია, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გამო.
ჯილდოზე პრეტენზიას ასევე აცხადებდნენ ინგლისის ქალთა ნაკრები, საფრანგეთის სარაგბო ნაკრები, „გოლდენ სტეიტი“, „რედ ბული“ (ფორმულა 1), მადრიდის „რეალი“.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა იამაიკელი სპრინტერი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი. მან 100 მეტრზე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და პირველი ქალი მძლეოსანია, რომელმაც ინდივიდუალურ სახეობებში ხუთი ოქროს მედალი აიღო.

წლის გარღვევის პრიზი მიიღო ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა, რომელმაც 2022 წელს პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი (აშშ-ის ღია პირველობა). შეგახსენებთ, ის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი.

ნომინაცია „წლის დაბრუნება“ გაიმარჯვა „მანჩესტერისა“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც მოახერხა კარიერის განახლება, ევრო 2020-ზე (2021 წლის ივნისში) გულის შეტევის გადატანის მიუხედავად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები