LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი თავს საშინლად გრძნობს, არის სტრესში, დამნაშავეა თავისი მამა..“ – რას ჰყვება 14 წლამდე მოზარდის მეზობელი და ოჯახის წევრი

1487
ფორტუნა - 2023-05-09T135031.794

სამეგრელოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 9 მაისს გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 47 წლის მამაკაცი შვილს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რასაც არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა და ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. არსებული ინფორმაციით, მამა სავარაუდოდ, 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად.

მეორე დაკავებულის შესახებ ცნობილი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 28 წლისაა.

მერვე კლასელ გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ფსიქოლოგების თანდასწრებით დაიკითხა.

მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

„ძალიან საშინლად გრძნობს ბავშვი თავს. რა გააკეთოს, არ იცის. ბავშვი არის სტრესში, დამნაშავეა თავისი მამა. ყველაფერს გაარკვევს სამართალი, პოლიცია იძიებს“, – ამბობს ოჯახის წევრი „რუსთავი 2“- თან საუბარში.

„ტაქსის მძღოლი ჰყვებოდა, რომ არაფერი შემინიშნავსო. იმასაც ამბობენ, რომ მეზობელი, ახალგაზრდა ბიჭიც დააკავესო, მაგრამ მეზობელი ბევრია, ჯერჯერობით არ ვიცი, რომელი შეიძლება, რომ იყოს“. – ჰყვება მეზობელი „რუსთავი 2“ -თან .

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g