„აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ვლადიმირ პუტინს თუ სურს, აჩვენოს მზრუნველობა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის ჯარებს გაიყვანდა.
„ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის.
„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას
„თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში.“
ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში ასობით ათასი რუსის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შედეგად.
ვფიქრობ, ბატონ პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გააუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ნიშნები, რომელსაც ქართველები დააფასებდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა, სცადეს ქართული ენის ჩახშობა 1978 წელს და საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც თავს დაესხა საქართველოს 15 წლის წინ. თავს ესხმის საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს ოჯახებს აშორებს. უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა“, – განაცხადა დეგნანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 10 მაისს გახდა ცნობილი პუტინის გადაწყვეტილება. კერძოდ, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა, გარდა ამისა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებებს და მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა