პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობით“ რამეს მოახერხებს, რადგან რეალურად ეს პარტია აღარ არსებობს.
„ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსში“ საუბრისას.
