LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ემოციური იყო, ისეთი სითბო ვიგრძენი” – ვინ არის აფხაზი ბლოგერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ექსპერიმენტი ჩაატარა

2994
BeFunky-collage - 2023-05-15T003435.139

„გამარჯობა! მე ვარ აფხაზი, თუ თვლი რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე”, – აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ რუსთაველის გამზირზე 6 მაისს სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.

„იმედის კვირა” დაურ ბუავას გაესაუბრა და საზოგადოების მისი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია გააცნო.

როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, დაური 28 წლისაა, პროფესიით ინჟინერი, აფხაზეთის შემდეგ რუსეთში სწავლობდა, მუშაობდა, მერე მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა, დანარჩენ საქართველოზე მეტი შეიტყო და ჩამოსვლა გადაწყვიტა.

დაურ ბუავამ განმარტა რა ვითარებაა ახლა აფხაზეთში, რა მიზნები აქვს მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას „ამრა“ და როგორია მისი სამომავლო გეგმები.

„მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამას დადგმული სცენარებით და ლოზუნგებით ვერ მიაღწევ. მეგობრების წრეში გაჩნდა იდეა და ზუსტად ნახევარ საათში რუსთაველზე გამოვედით. გულწრფელად გეტყვით, თავიდან ცოტა მერიდებოდა,  მაგრამ ზუსტად 5 წუთში ჩემთან 50-მდე ადამიანი მოვიდა. გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და ნახევარ საათში 250-ზე მეტი ადამიანი ჩამეხუტა. ველოდი, რომ ხალხი მოვიდოდა, მაგრამ ასეთ მასშტაბს არა. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ისეთი სითბო ვიგრძენი, ეს ყველაფერი გულიდან მოდიოდა. ვფიქრობ, ის, რაც ვიდეომ დაადასტურა, ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ.

საქართველოში თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეგობრები მყავს, ბევრი ადამიანი გავიცანი. იდეები გვაქვს, აქტიურად ვცხოვრობ და ქართულს ვსწავლობ, რაც მთავარია. სულ მესმოდა, რომ ქართველები ჩვენი მტრები არიან, ამას უფრო ახალგაზრდები ამბობდნენ. ვამბობდი, რომ თბილისში ჩავიდოდი და მე აქ მტრები ვერ ვნახე და როდესაც ეს საჯაროდ ვთქვი, სახელმწიფომ ღალატში დამდო ბრალი და მტრად გამომაცხადეს”, – საუბრობს აფხაზი ბლოგერი.

ვიდეო: „გამარჯობა! მე ვარ აფხაზი, თუ თვლი რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე” – აფხაზი ბლოგერის სოციალური ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g