LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმარისი ავიარეისებისა და ტურიზმის განვითარების შემთხვევაში, 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი გახდება“ – ავიამიმოსვლის პარალელურად, რუსეთი ავტობუსების ტურებს აანონსებს

148
ავტობუსი მასკვებში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ავიამიმოსვლის პარალელურად, ავტობუსის ტურები განახლდება.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, არტურ მურადიანის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის, წელიწადში საკმარისი ავიარეისებისა და ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებების განვითარების შემთხვევაში, 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი გახდება.

„შესაძლოა, პირდაპირი ფრენების პარალელურად, განახლდეს ავტობუსების ტურებიც საქართველოში, რადგან ზემო ლარსის საზღვარი ახლა ღიაა.“ – ციტირებს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პრესსამსახურს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს 830 000-ზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მონაცემებს რვაჯერ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g