LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ი ავტობაზარზე ლიდერობს

44

2016 წლის მონაცემებით, კონცერნი Volkswagen-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ავტომწარმოებლად დასახელდა. მონაცემების მიხედვით, გერმანულ ავტომწარმოებელს 5.3 მილიონამდე ავტომობილი აქვს გამოშვებული, რაც ტოიოტას ნიშნულს 270,000-ით აღემატება. მესამე ადგილზე ავტოწარმოებით კომპანია General Motors-ი განთავსდა.

იანვრიდან – ივნისამდე, კომპანია Volkswagen-მა გაყიდა 1.5 პროცენტით მეტი ავტომობილი, ვიდრე გასულ წელს. რაც შეეხება Toyota-ს, Lexus-ს, Daihatsu-სა და Hino-ს, ამ კომპანიებმა გაყიდვებში გასულ წელთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადეს. ექსპერტების აზრით, გერმანული ბრენდის დაწინაურება ლათინური ამერიკის ბაზარზე შესვლამ გამოიწვია.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, მიუხედავად ცნობილი ,,დიზელის სკანდალის’’ შემდეგ, რომელიც კომპანიის ავტორიტეტს პირდაპირ შეეხო, მათ შეძლეს რეგრესის ნაცვლად პროგრესი და დღეს პირველი ადგილზე დამსახურებულად არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები